среда, 26 марта 2014 г.

3 დავალება არაეფექტური ონლაინ რეკლამა

1 რეკლამა

ლინკი  wwwww


შენიშვნა

შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის რეკლამა, მაგრამ თუ შევხედავთ ამ გვერდს, პირველი რაც თვალში მოგვხვდება არის "სლაიდ შოუს" ტიპის ანიმაციები, ეს ანიმაციები კი დადებულია როგორვ ტექსტზე, ასევე სურთებზე, რაც ვთვლი რომ არ არის მიზანშეწონილი. ასევე წარწერები სურათებზე ხელნაწერის ტიპის და ოდნავ რთულად გარჩევადია. მარჯვენა მხარეს კი წარწერის ნაწილი არის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამასთან ეს წარწერა არ არის მკვეთრ ფერებში. ყველაფერთან ერთად სურათები ყოველ 3 წამში  იცვლება, რაც თვალის დაძაბვას იწვევს. 


ჩემი ვარიანტი

ჩემი ვარინტი, შეიძლება ითქვას, იქნებოდა ზემოთ თქმულის გამოსწორებული ვარიანტი. იგივე ტექსტის დატოვებით შესაძლებელია უფრო ნათელი რეკლამის შექმნა, მაგ.: "სლაიდ შოუს" ნაცვლად თითოეულ სურათს განვათავსებდი ერთად, იგივე კუთხეში დედლაინების სახით, რომელზე დაკლიკებითაც გამოჩნდებოდა შესაბამისი ინფორმაცია, ასევე წარწერები იქნებოდა ბეჭდური სახით, კარგად გარჩევადი ფერებით და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.




2 რეკლამა

ლინკი   wwwww


შენიშვნა

აქ ერთადერთი შენიშვნა მაქვს, თუ კარგად დააკვირდებთ, ის სიტყვა (გასინჯეთ), რომელიც ყველაზე დიდი "შრიფტით" წერია და რომელზეც გაკეთებულია ძერითადი აქცენტი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს მოქმედებისკენ, წერია შეცდომით, შეიძლება ითქვას ამ კონტექსტში ეს სიტყვა შეუსაბამოა. აქ უნდა ეწეროს მოსინჯეთ და არა გასინჯეთ, ვინაიდან ზმნა გასინჯვა მაინც საკვებთან ასოცირდება და არა თუნდაც "ექსპრეს ონლაინთან"





3 რეკლამა

ლინკი  wwww


ეს რეკლამა შეიძლება ითქვას ემსახურება ბილაინის დისკრიმინაციას, რადგანაც ოკუპირებული რეგიონები ბილაინის საფირმო ფერებითაა გაფორმებული, რაც იდეაში ალბათ მიუთითებს ბილაინის რუსულ წარმოშობაზე.  თუმცა ამ რეკლამაზე დაკლიკებით სულ სხვა შინაარსის სტატიაზე გადავდივართ, ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს რეკლამა მაგთის იდეა შეიძლება იყოს, მაგრამ აქვეა ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, კერძოდ თვითონ მაგთი რუსეთის ტერიტორიაზე წერია.
დისკრიმინაციას თავი რომ დავანებოთ, უკეთესი იქნებოდა მაგთის ლოგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეწეროს.





понедельник, 24 марта 2014 г.

2 დავალება ზოგიერთი ბლოგი

1 ბლოგი
სათაური-  ძალაუფლების ინსტიქტი
ლინკი http://blogger.ge/post/3333
საძიებო სიტყვა blogger.ge

ბლოგში საუბარია თუ რა არის ძალაუფლების ინსტიქტი, როგორ იწყება იგი და როგორ ეპყრობოდნენ ადრე მის გამოვლინებას მცირე ასაკში, ეხლა როგორია იმ მოზრდილ ადამიანებში ძალაუფლების რეალიზების ფორმები, რომელთაც ძალაუფლების ინსტიქტს უკლავდნენ და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ისინი ცხოვრებაში, განსხვავებით თავისუფალ გარემოში გაზრდილი ადამიანებისაგან.    ვრცლად




2 ბლოგი
სათაური ციცქა – ტრადიციულიც და ახლებურიც
ლინკი http://vinoge.com/degustacia/cicqa-tradiciulic-da-axleburic
საძიებო სიტყვა მარანი

ბლოგში საუბარია ყურძნის ერთ-ერთ ჯიშ ციცქაზე, მის თვისებებზე, გავრცელების არეალსა და გავრცელებისთვის საჭირო პირობებზე, ასევე კომპანიებზერომლებიც ამ ჯიშისგან აწარმოებენ ღვინოს და ა.შ.  ვრცლად


3 ბლოგი
სათაური 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე 

ლინკი    http://www.ambioni.ge/25-tebervali-sabwota-okupaciis-dre
საძიებო სიტყვა 25 თებერვალი

ბლოგში საუბარია 1921 წლის 25 თებერვალზე, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რაც 70 წლის მანძილზე გრძელდებოდა, აქვე განხილულია ის რამოდენიმე დღიანი ბრძოლები, რომელიც წინ უძღოდა 25 თებერვალს. სტატუსის ბოლოს კი წერია კოლაუ ნადირაძის ლექსი 25 თებერვალი 1921 წელი.  ვრცლად



1 დავალება მე-ზურა ფირცხალავა