1 რეკლამა
ლინკი wwwww
2 რეკლამა
ლინკი wwwww
3 რეკლამა
ლინკი wwww
ლინკი wwwww
შენიშვნა
შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის რეკლამა, მაგრამ თუ შევხედავთ ამ გვერდს, პირველი რაც თვალში მოგვხვდება არის "სლაიდ შოუს" ტიპის ანიმაციები, ეს ანიმაციები კი დადებულია როგორვ ტექსტზე, ასევე სურთებზე, რაც ვთვლი რომ არ არის მიზანშეწონილი. ასევე წარწერები სურათებზე ხელნაწერის ტიპის და ოდნავ რთულად გარჩევადია. მარჯვენა მხარეს კი წარწერის ნაწილი არის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამასთან ეს წარწერა არ არის მკვეთრ ფერებში. ყველაფერთან ერთად სურათები ყოველ 3 წამში იცვლება, რაც თვალის დაძაბვას იწვევს.
ჩემი ვარიანტი
ჩემი ვარინტი, შეიძლება ითქვას, იქნებოდა ზემოთ თქმულის გამოსწორებული ვარიანტი. იგივე ტექსტის დატოვებით შესაძლებელია უფრო ნათელი რეკლამის შექმნა, მაგ.: "სლაიდ შოუს" ნაცვლად თითოეულ სურათს განვათავსებდი ერთად, იგივე კუთხეში დედლაინების სახით, რომელზე დაკლიკებითაც გამოჩნდებოდა შესაბამისი ინფორმაცია, ასევე წარწერები იქნებოდა ბეჭდური სახით, კარგად გარჩევადი ფერებით და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
2 რეკლამა
ლინკი wwwww
შენიშვნა
აქ ერთადერთი შენიშვნა მაქვს, თუ კარგად დააკვირდებთ, ის სიტყვა (გასინჯეთ), რომელიც ყველაზე დიდი "შრიფტით" წერია და რომელზეც გაკეთებულია ძერითადი აქცენტი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს მოქმედებისკენ, წერია შეცდომით, შეიძლება ითქვას ამ კონტექსტში ეს სიტყვა შეუსაბამოა. აქ უნდა ეწეროს მოსინჯეთ და არა გასინჯეთ, ვინაიდან ზმნა გასინჯვა მაინც საკვებთან ასოცირდება და არა თუნდაც "ექსპრეს ონლაინთან"
3 რეკლამა
ლინკი wwww
ეს რეკლამა შეიძლება ითქვას ემსახურება ბილაინის დისკრიმინაციას, რადგანაც ოკუპირებული რეგიონები ბილაინის საფირმო ფერებითაა გაფორმებული, რაც იდეაში ალბათ მიუთითებს ბილაინის რუსულ წარმოშობაზე. თუმცა ამ რეკლამაზე დაკლიკებით სულ სხვა შინაარსის სტატიაზე გადავდივართ, ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს რეკლამა მაგთის იდეა შეიძლება იყოს, მაგრამ აქვეა ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, კერძოდ თვითონ მაგთი რუსეთის ტერიტორიაზე წერია.
დისკრიმინაციას თავი რომ დავანებოთ, უკეთესი იქნებოდა მაგთის ლოგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეწეროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий