დღეს ძნელია მოძებნო კომპანია, რომელსაც არ აქვს ვებ გვერდი და არ სარგებლობს ამ უნიკალური საშუალებით, გააცნოს თავისი პროდუქტი თუ მომსახურება საზოგადოებას. მეც შესაბამისად საკმაოდ ვეძიე უვებგვერდო კომპანია, თუმცა როგორც იტყვიან ჯერ ახლომახლო უნდა ეძიო და მერე შორს :)
ერთ მშევნიერ დღეს, როდესაც პურის როგში ვიდექი, შემთხვევით თვალი მოვკარი ვიტრინაზე გაკრულ ფურცელს სადაც კომპანიის სახელი ეწერა და კიდე სხვა მონაცემები. სახლში მისვლისთანავე გადავამოწმე და მართალიც აღმოვჩნდი, კომპანიას არ აქვს ვებ გვერდი.
შპს "ლიმა" არის მცირე მასშტაბის სამეწარმეო კომპანია, რომელიც აწარმოებს პურფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს
1. გვერდის მიზანი
გვერდის მიზანია გააცნოს მიზნობრივ აუდიტორიას კომპანიის საქმიანობა, მისი ისტორია და რაც მთავარია პროდუქტები. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლისთვის შასესაძლებლობის მიცემა აქ შეუკვეთოს პროდუქტი. რაც შეეხება მიზნობრივ აუდიტორიას, ეს არის კომპანიის ფუნქციონირების ტერიტორიაზე და არა მარტო იქ მცხოვრები ადამიანები, როგორც ზრდასრული, ასევე მცირეწლოვანი, ვინაიდან კომპანია აწარმოებს საკონდიტრო პროდუქციასაც.
2. ფუნქციები
რა თქმა უნდა ყველა პუნქტს საიტზე უნდა ქონდეს თავისი ფუნქცია. იქ სადაც საჭიროა (მაგ. პროდუქტებში), აღწერილია უნდა იყოს თითოეული პროდუქტის რეცეპტი და დამზადების ტექნოლოგია თუ სხვა მახასიათებელი
3. მისამართი
გვერდის მისამართი უნდა იყოს "lyma.ge"4. გვერდის სტრუქტურა
გამომდინარე იმ პროდუქციათა ფართო ასორტიმენტიდან, რომელსაც კომპანია აწარმოებს, მის გვერდს რამდენადმე რთული სტრუქტურა შეიძლება ქონდეს
5. ზოგიერთი გვერდის აღწერა
ყველა გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება დატანილი, მაგ.:
პარტნიორები- ჩამოთვლილი იქნება ყველა იმ კომპანიის სახელი, რომელიც პარტნიორობას უწევენ შპს ლიმას, ასევე ამ კომპანიებზე დაკლიკებისას გადავალთ მათ გვერდზე
საკონდიტრო- აქ უნდა იყოს ყველა საკონდიტრო პროდუქტის ჩამონათვალი რომელზე დაკლიკებითაც ვნახავთ შესაბამის რეცეპტს.
დისტრიბუცია-ყველა იმ მარაზიის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია სადაც კომპანიის პროდუქტი იყიდაბა
იმეილი- იმეილზე დაკლიკებით ავტომატურად გამოდის ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია ონლაინში მიწერა
შეკვეთა- აქ დაკლიკებისას გამოვა ფანჯარა რომელშიც მივუთითებთ ჩვენს მისამართს, ასევე ევირჩევთ სასურველ პროდუქტს და შეკვეთის მიღების შესაბამის თარიღს (ონალინ შეკვეთა)
6. ბიუჯეტი & დამზადების ვადა
გვერდის დასამზადებლად გამოყოფილია 1500 ლარი და 1 თვე
Комментариев нет:
Отправить комментарий