საიტების ოპტიმიზაციას ანუ (Search Engine Optimization (SEO)), იყენებენ იმისათვის, რომ გაზარდონ ვებ გვერდის ნახვადობა, ანუ Google-ის სისტემაში გარკვეული საძიებო სიტყვის ჩაწერისას ჩვენი გვერდი მოხვდეს სიის სათავეში, რაც ხელს შეუწყობს მისი ნახვადობის გაზრდას.
ოპტიმოიზაციისას, არსებობს რამდენიმე საფეხური, რომელიც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ გვერდი საძიებო სისტემის სათავეში მოხვდეს
რაც შეეხება ჩემი ბლოგის ოპტიმიზაციას ამისათვის დამჭირდა:
საფეხური 1
კონტექსტის შესაბამისად შევეცადე ვებ მარკეტინგი რაც შეიძლება ხშირად ეხმარა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამომივიდა, რადგანაც დავალებებში ძირითადად ამ სიტყვას ვერ ვუპოვე შესაბამისი ბევრი ადგილი, თუმცა ბლოგის სახელში ის წერია და წარმატებით ისერჩება ჩემს სახელთან ერთად ძიებისას.
ამასთანავე გავასწორე ყველა შეცდომით დაწერილი სიტყვა, რომელსაც მივაგენი.
საფეხური 2
on page ოპტიმიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დასერჩვისას გვერდის პირველ ადგილებზე ამოგდებისთვის, ყოველ დავალებას სათაურში ჩავუწერე დავალების შესაბამისი ტექსტი, ასე მაგალითად მეწერა "დავალება 3" რასაც დავამატე "არაეფექტური ონლაინ რეკლამა" და თუ ეს პოსტი ადრე არ ისერჩებოდა, ეხლა წარმატებით ისერჩება :)
ასევე პოსტის ქვესათაურები გამოვყავი და განსხვავებული შრიფტი მივანიჭე, ამასთან ის პუნქტები, სადაც ყურადღების გამახვილებაა საჭირო გავაწითლე.
საფეხური 3
off page ოპტიმიზაციისთვის, ერთადერთი რისი გაკეთებაც შევძელი, ეს არის ჩემი მეგობრების ბლოგის ლინკების დამატება ჩემს გვერდზე, და თუ დასერჩავთ შესაბამისად, ჩემს გვერდზე ნახავთ რამოდენიმე სხვა ბლოგს. :)