понедельник, 12 мая 2014 г.

7 დავალება სოციალური მედიის სტრატეგია "შპს ლიმასათვის"

ნეისმიერ კომპანიას, რომელსაც სურს ბაზარზე იფუნქციონიროს, რომ არაფერი ვთქვთ ბიზნესის გაფართოვებაზე, სჭირდება მომხმარებელი. კომპანიები ყველანაირ ღონეს ხმარობენ არამარტო შეინარჩუნონ ის მომხმარებელი, რომელიც ჰყავთ, არამედ მოიზიდონ ახალი მომხმარებელი და მათი კმაყოფილების ხარჯზე მიაღწიონ ლოიალობას, ერთგულებას მომხმარებლის მხრიდან, რაც საწინდარია კომპანიის ფუნქციონირებისა და ზრდისა, რაც თავის მხრივ კომპანიის ინტერესებში შედის.

შესაბამისად დღევანდელ პირობაბში კომპანიები მიისწრაფვიან მომხმარებლის ინფორმირებულობაზე უპირველეს ყოვლისა, რაშიც მათ ინტერნეტი ფასდაუდებელ სამსახურს უწევს.

სამიზნედ ისევ "შპს ლიმა" ავიღე და ქვემოთ შევეცდები მისთვის შევიმუშავო სოციალური მედიის სტრატეგია, ვინაიდან და რადგანაც კომპანია არ იყენებს არცერთ სოციალურ პლატფორმას მომხმარებელთან ურთიერთობისთვის.
როგორც წინა პოსტებში ავღნიშნე, კომპნია აწარმოებს პურფუნთთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს, რომლის რეალიზებასაც ის ეწევა როგორც ადგილზე ასევე რამოდენიმე მარაზიაში


1. სოციალური მედიის საჭროება

ა)კომპანიის, მისი საქმიანობისა და პროდუქტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობა და ინფორმირებულობის გაზრდა. მოსახლეობაში კომპანიის შსახებ გავრცელებული ინფირმაცია მნიშვნელოვნია კომპანიაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქნმნელად. მაგრამ მეორე საკითხია ალტერნატივების არსებობა არარსებობა. ვინაიდან კომპანიის მომდებარე ტერიტორიაზე პურის მწარმოებელი სხვა კომპანია არ არის ამ მიმართულებით კომპანიას შეიძლება ნაკლები აქტივობა დასჭირდეს. განსხვავებული სიტუაციაა ფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმთან დაკვშირებით, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ ცნობილი მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" და "ვეჯინი" მდებარეობს.

ბ)მიზნობრივ აუდიტორიასთან კომტაქტის დამყარება, მათი მოსაზრებების გაგება კომანიასთან დაკავშირებით. მიზნობრივ აუდიტორიასთან კონტაქტი ისევ და ისევ ემსახურება კომპანიის ომიჯის ამაღლებას. მიზნობრივ აუდიტორიასტან კონტაქტი და უკუკავშირი კომპანიას წარმოაჩენს, როგორც მზრუნველს, რაც ზოგადად სიამოვნებს მომხმარებელს.

გ)კომპანია უნდა ეცადოს გამოიყენოს ყველა შესაძლო წყარო მომხმარებელთან საურთიერთოდ. გამომდინერე იქედან, რომ უამრავი წყარო არსებობს მომხმარებელთან საურთიერთოდ ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი იქნება ორი-სამი გზით მომხმარებელთან კომუნიკაცია, გამომდინარე იქედან, რომ კმპანია ჯერჯერობით არ წარმოადგენს ბრებდს.

დ)კომპანიამ უნდა მიაღწიოს მომხმარებელთა ლოიალურობას. მომხმაებელთა ლოიალურობა არ მიიღწევა უშუალოდ კარგი კომუნიკაციით, რეკლამით და ა.შ, არამედ ლოიალურობა მიიღწევა კომოანიის შესახებ მომხმარებელში გავრცელებული ხმებით, რომელსაც თვითონ მომხმარებელი ავრცელებს. "კარგი" ინფორმაციის გავრცელებიისთვის კი საჭიროა ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ადეკვატური უკუკავშირი მათთან.

ე)კომპანია გახდეს უფრო ცნობილი. როგორც ზემოთ ავღნიშნე ლოაილურობა მომხმარებელში მისივე გავრცელებული ინფორმაციით მიიღწევა, რომელიც რა თქმა უნდა დადებითი შინაარსის უნდა იყოს. მაგრამ სულ სხვა მცნებაა ცნობადობა. სრულიად შესაძლებელია უცნობილესი კომპანიის მიმართ მომხმარებლეი სრულიად არალოიალურები იყვნენ. და კიდევ ერთი თემა "პოპულარობა", ტერმინი, რომელსაც თითქმის ყველგან და თითქმის ყველა არასწორად ხმარობს. "პოულარობა" ეს არის ცნობადობა+დადებითი შეხედულება. და არამც და არმც მხოლოდ ცნობადობა ნებისმიერი ხერხით. გამომდინარე აქედან სოციალური მედიის არსებობამ ხელი უნდა შეუწყოს კომპანიის ცნობადობის გაზრდას დადებითი კუთხით ანუ პოპულარულობას.

ვ)კომპანიამ შეიტყოს თავისი პროდუქციის მახასიათებლების შესახებ მოსახლეობის აზრი. თუ რისი შეცვლაა საჭირო ამა თუ იმ ტიპის პროდუქტში. რისი დამატბა ან ამოღბაა საჭირო პროდუქტთა ასორტიმენტიდან, რომელი პროდუქტი სარგებლობს ყველაზე მეტი პოპულარობით და რომელი ყველაზე ნაკლებით და ა.შ.

ზ)კომპანიამ გაზარდოს თავისი გაყიდვები. ყოველი კომპანიის არსებობა არარსებობა პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მისი გაყიდვების მაჩვენებლებზე. სოციალურმა მედიის სტრატეგიამ უნდა უზრუნველყოს კომპანიის გაყიდვების ზრდა.


2. მიზნობრივი აუდიტორია სოციალური მედიისთვის

გამომდინარე იქედან, რომ კომპანია საკმაოდ მრავალფეროვან პროდუქტს აწარმოებს თავის სფეროში, შესაბამისად მისი მომხმარებლების ასაკობრივი დიაპაზონიც საკმაოდ დიდია. 
მიზნობრივი აუდიტორია შეიძლება იყოს:
ა)ინტერნეტის მომხმარებელი ადამიანები, რომლებიც ხშირად ეძებენ ალტერნატივებს პროდუქტებთან მიმართებაში. 
ბ)კომპანიის ახლომახლო მცხოვრები ადამიანები. კომპანიის ახლოსმცხოვრები მოსახლეობა, როგორც ზემოთ ვთქვი კომპანიის ძირითადი გაყიდვების ხერხემალია, ასე რომ ეს სეგმენტი ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის
გ)მომხმარებლები, რომლებიც მუდმივად ამ კომპანიის ნაწარმს ყიდულიბენ.
დ)10-15 წლის (უფრო ზემოთაც) საკონდიტრო ნაწარმის მოყვარული მომხმარებელი. გამომდინარე იქედან რომ სკოლა საკმაოდ ახლოს მდებარეობს მომხმარებლების ეს სეგმენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია (თუმცა შესაძლებელია ამ ასაკის მომხმარებელმა ინტერნეტში არ ეძებოს ინფორმაცია (უფრო შესაძლებელია მშობელმა გააკეთოს ეს), მაგრამ ჩემი აზრით ზედმეტი მინც არ იქნება.)

3. მესიჯები

ა)ყოველდღიური პროდუქტების შესახებ ინფორმაციის განთავსება.
ბ)ფასების ცვლილებების შესახებ ინფორმაცია.
გ)სეზონური ან სპეციალური სადღესასწაულო პროდუქტების შესახებ ინფორმაცია.
დ)სასაჩუქრე პროდუქტების შესახებ ინფორმაცია. (ვთქვათ ვყიდულობთ ტორტს, რომელსაც საჩუქრად მოყვება რაიმე პროდუქტი)

4. კონტენტი-როგორ გადავცეთ ინფორმაცია

(პლატფორმები და სიხშირე)

ერთია ინფორმაციის შექმნა და მეორე ამ ინფორმაციიის მიზნობრივ აუდიტორიამდე გასაგები ენითა და საშუალებებით მიტანა. ინფორმაციის ფორმირება და მისი ხელმისაწვდომობის სიიოლე უმნიშვნელოვანესია ინფოტმაციის ადრესატამდე მისასვლელად.
როგორც ავღნიშნე კომპანია არ იყენებს არც ერთ სოციალურ პლატფორმას მომხმარებელთან საურთიერთოდ. უფრო მეტიც მათი ურთიერთობა მომზმარებელთან შემოიფარგლება მხოლოდ იმ მაღაზიით საიდანაც ხდება პროდუქციის რეალიზება. გამომდინარე აქედან პირველ ეტაპზე Facebook-ი და blog-ი საკმარისი იქნება, სოციალური მედიის პლატფორმებად რომ გამოვიყენოთ.





5. რესურსები

ადამიანური რესურსების სახით საჭირო იქნება მაქსიმუმ 3 ადამიანი. ასევე კომპიუტერ(ებ)ი, სამუშაო ოთახი. ხელფასი შესაძლებელია განვსაზღვროთ მოლაპარაკების საფუძველზე. ასევე დანახარჯი იქნება კონტექსტური რეკლამაზე, რომელიც მთლიანდაა დამოკიდებული მასზე დაკლიკებაზე.


6. შედეგები

სოციალური მედია (მარკეტინგული) სტრატეგიის შედეგები შეიძლება შეფასდეს :
ა)კომპანიის ცნობადობის მაჩვენებლებით
ბ)ბლოგპოსტებზე (კომენტარები) და ფეისბუქზე გამოხმაურებებით, რაც შეიძლება იყოს კომენტარების, ლაიქების, გაზიარებების რაოდენობა.
გ)კონტექსტური რეკლამების მონახულებადობა ერთ-ერთი ეფექტური გზაა კომპანიის ცნობადობის მაჩვენებელისა. ანუ რა თანხა დაიხარჯება კონტექსტური რეკლამების მეშვეობით. გამომდინარე იქედან, რომ კლიკზე თანხა გვეჭრება ცვენს მიერ კონტექსტურ რეკლამაზე გაწეული ხარჯით შესაძლებელია დადგინდეს მისი ეფექტურობა.





понедельник, 7 апреля 2014 г.

5 დავალება ოპტიმიზაცია (seo)

საიტების ოპტიმიზაციას ანუ (Search Engine Optimization (SEO)), იყენებენ იმისათვის, რომ გაზარდონ ვებ გვერდის ნახვადობა, ანუ Google-ის სისტემაში გარკვეული საძიებო სიტყვის ჩაწერისას ჩვენი გვერდი მოხვდეს სიის სათავეში, რაც ხელს შეუწყობს მისი ნახვადობის გაზრდას.
ოპტიმოიზაციისას, არსებობს რამდენიმე საფეხური, რომელიც უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ გვერდი საძიებო სისტემის სათავეში მოხვდეს

რაც შეეხება ჩემი ბლოგის ოპტიმიზაციას ამისათვის დამჭირდა:

საფეხური 1


კონტექსტის შესაბამისად შევეცადე ვებ მარკეტინგი რაც შეიძლება ხშირად ეხმარა, მაგრამ ეს არც ისე კარგად გამომივიდა, რადგანაც დავალებებში ძირითადად ამ სიტყვას ვერ ვუპოვე შესაბამისი ბევრი ადგილი, თუმცა ბლოგის სახელში ის წერია და წარმატებით ისერჩება ჩემს სახელთან ერთად ძიებისას.

ამასთანავე გავასწორე ყველა შეცდომით დაწერილი სიტყვა, რომელსაც მივაგენი.

საფეხური 2


on page ოპტიმიზაციისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, დასერჩვისას გვერდის პირველ ადგილებზე ამოგდებისთვის, ყოველ დავალებას სათაურში ჩავუწერე დავალების შესაბამისი ტექსტი, ასე მაგალითად მეწერა "დავალება 3" რასაც დავამატე "არაეფექტური ონლაინ რეკლამა" და თუ ეს პოსტი ადრე არ ისერჩებოდა, ეხლა წარმატებით ისერჩება :)

ასევე პოსტის ქვესათაურები გამოვყავი და განსხვავებული შრიფტი მივანიჭე, ამასთან ის პუნქტები, სადაც ყურადღების გამახვილებაა საჭირო გავაწითლე.

საფეხური 3


off page ოპტიმიზაციისთვის, ერთადერთი რისი გაკეთებაც შევძელი, ეს არის ჩემი მეგობრების ბლოგის ლინკების დამატება ჩემს გვერდზე, და თუ დასერჩავთ შესაბამისად, ჩემს გვერდზე ნახავთ რამოდენიმე სხვა ბლოგს. :)

четверг, 3 апреля 2014 г.

4 დავალება საიტის ბრიფი

დღეს ძნელია მოძებნო კომპანია, რომელსაც არ აქვს ვებ გვერდი და არ სარგებლობს ამ უნიკალური საშუალებით, გააცნოს თავისი პროდუქტი თუ მომსახურება საზოგადოებას. მეც შესაბამისად საკმაოდ  ვეძიე უვებგვერდო კომპანია, თუმცა როგორც იტყვიან ჯერ ახლომახლო უნდა ეძიო და მერე შორს :)
ერთ მშევნიერ დღეს, როდესაც პურის როგში ვიდექი, შემთხვევით თვალი მოვკარი ვიტრინაზე გაკრულ ფურცელს სადაც კომპანიის სახელი ეწერა და კიდე სხვა მონაცემები. სახლში მისვლისთანავე გადავამოწმე და მართალიც აღმოვჩნდი, კომპანიას არ აქვს ვებ გვერდი.

შპს "ლიმა" არის მცირე მასშტაბის სამეწარმეო კომპანია, რომელიც აწარმოებს პურფუნთუშეულსა და საკონდიტრო ნაწარმს

1. გვერდის მიზანი


გვერდის მიზანია გააცნოს მიზნობრივ აუდიტორიას კომპანიის საქმიანობა, მისი ისტორია და რაც მთავარია პროდუქტები. მისი ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლისთვის შასესაძლებლობის მიცემა აქ შეუკვეთოს პროდუქტი. რაც შეეხება მიზნობრივ აუდიტორიას, ეს არის კომპანიის ფუნქციონირების ტერიტორიაზე და არა მარტო იქ მცხოვრები ადამიანები, როგორც ზრდასრული, ასევე მცირეწლოვანი, ვინაიდან კომპანია აწარმოებს საკონდიტრო პროდუქციასაც.

2. ფუნქციები


რა თქმა უნდა ყველა პუნქტს საიტზე უნდა ქონდეს თავისი ფუნქცია. იქ სადაც საჭიროა (მაგ. პროდუქტებში), აღწერილია უნდა იყოს თითოეული პროდუქტის რეცეპტი და დამზადების ტექნოლოგია თუ სხვა მახასიათებელი

3. მისამართი

გვერდის მისამართი უნდა იყოს "lyma.ge"

4. გვერდის სტრუქტურა


გამომდინარე იმ პროდუქციათა ფართო ასორტიმენტიდან, რომელსაც კომპანია აწარმოებს, მის გვერდს რამდენადმე რთული სტრუქტურა შეიძლება ქონდეს



5. ზოგიერთი გვერდის აღწერა

ყველა გვერდზე შესაბამისი ინფორმაცია იქნება დატანილი, მაგ.:

პარტნიორები- ჩამოთვლილი იქნება ყველა იმ კომპანიის სახელი, რომელიც პარტნიორობას უწევენ შპს ლიმას, ასევე ამ კომპანიებზე დაკლიკებისას გადავალთ მათ გვერდზე

საკონდიტრო-   აქ უნდა იყოს ყველა საკონდიტრო პროდუქტის ჩამონათვალი რომელზე დაკლიკებითაც ვნახავთ შესაბამის რეცეპტს.

დისტრიბუცია-ყველა იმ მარაზიის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია სადაც კომპანიის პროდუქტი იყიდაბა

იმეილი- იმეილზე დაკლიკებით ავტომატურად გამოდის ფანჯარა საიდანაც შესაძლებელია ონლაინში მიწერა

შეკვეთა- აქ დაკლიკებისას გამოვა ფანჯარა რომელშიც მივუთითებთ ჩვენს მისამართს, ასევე ევირჩევთ სასურველ პროდუქტს და შეკვეთის მიღების შესაბამის თარიღს (ონალინ შეკვეთა)

6. ბიუჯეტი & დამზადების ვადა

გვერდის დასამზადებლად გამოყოფილია 1500 ლარი და 1 თვე

среда, 26 марта 2014 г.

3 დავალება არაეფექტური ონლაინ რეკლამა

1 რეკლამა

ლინკი  wwwww


შენიშვნა

შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის რეკლამა, მაგრამ თუ შევხედავთ ამ გვერდს, პირველი რაც თვალში მოგვხვდება არის "სლაიდ შოუს" ტიპის ანიმაციები, ეს ანიმაციები კი დადებულია როგორვ ტექსტზე, ასევე სურთებზე, რაც ვთვლი რომ არ არის მიზანშეწონილი. ასევე წარწერები სურათებზე ხელნაწერის ტიპის და ოდნავ რთულად გარჩევადია. მარჯვენა მხარეს კი წარწერის ნაწილი არის ვერტიკალურ მდგომარეობაში. ამასთან ეს წარწერა არ არის მკვეთრ ფერებში. ყველაფერთან ერთად სურათები ყოველ 3 წამში  იცვლება, რაც თვალის დაძაბვას იწვევს. 


ჩემი ვარიანტი

ჩემი ვარინტი, შეიძლება ითქვას, იქნებოდა ზემოთ თქმულის გამოსწორებული ვარიანტი. იგივე ტექსტის დატოვებით შესაძლებელია უფრო ნათელი რეკლამის შექმნა, მაგ.: "სლაიდ შოუს" ნაცვლად თითოეულ სურათს განვათავსებდი ერთად, იგივე კუთხეში დედლაინების სახით, რომელზე დაკლიკებითაც გამოჩნდებოდა შესაბამისი ინფორმაცია, ასევე წარწერები იქნებოდა ბეჭდური სახით, კარგად გარჩევადი ფერებით და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.




2 რეკლამა

ლინკი   wwwww


შენიშვნა

აქ ერთადერთი შენიშვნა მაქვს, თუ კარგად დააკვირდებთ, ის სიტყვა (გასინჯეთ), რომელიც ყველაზე დიდი "შრიფტით" წერია და რომელზეც გაკეთებულია ძერითადი აქცენტი, რომელიც მოუწოდებს მომხმარებელს მოქმედებისკენ, წერია შეცდომით, შეიძლება ითქვას ამ კონტექსტში ეს სიტყვა შეუსაბამოა. აქ უნდა ეწეროს მოსინჯეთ და არა გასინჯეთ, ვინაიდან ზმნა გასინჯვა მაინც საკვებთან ასოცირდება და არა თუნდაც "ექსპრეს ონლაინთან"





3 რეკლამა

ლინკი  wwww


ეს რეკლამა შეიძლება ითქვას ემსახურება ბილაინის დისკრიმინაციას, რადგანაც ოკუპირებული რეგიონები ბილაინის საფირმო ფერებითაა გაფორმებული, რაც იდეაში ალბათ მიუთითებს ბილაინის რუსულ წარმოშობაზე.  თუმცა ამ რეკლამაზე დაკლიკებით სულ სხვა შინაარსის სტატიაზე გადავდივართ, ერთი შეხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს რეკლამა მაგთის იდეა შეიძლება იყოს, მაგრამ აქვეა ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა, კერძოდ თვითონ მაგთი რუსეთის ტერიტორიაზე წერია.
დისკრიმინაციას თავი რომ დავანებოთ, უკეთესი იქნებოდა მაგთის ლოგო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეწეროს.





понедельник, 24 марта 2014 г.

2 დავალება ზოგიერთი ბლოგი

1 ბლოგი
სათაური-  ძალაუფლების ინსტიქტი
ლინკი http://blogger.ge/post/3333
საძიებო სიტყვა blogger.ge

ბლოგში საუბარია თუ რა არის ძალაუფლების ინსტიქტი, როგორ იწყება იგი და როგორ ეპყრობოდნენ ადრე მის გამოვლინებას მცირე ასაკში, ეხლა როგორია იმ მოზრდილ ადამიანებში ძალაუფლების რეალიზების ფორმები, რომელთაც ძალაუფლების ინსტიქტს უკლავდნენ და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან ისინი ცხოვრებაში, განსხვავებით თავისუფალ გარემოში გაზრდილი ადამიანებისაგან.    ვრცლად




2 ბლოგი
სათაური ციცქა – ტრადიციულიც და ახლებურიც
ლინკი http://vinoge.com/degustacia/cicqa-tradiciulic-da-axleburic
საძიებო სიტყვა მარანი

ბლოგში საუბარია ყურძნის ერთ-ერთ ჯიშ ციცქაზე, მის თვისებებზე, გავრცელების არეალსა და გავრცელებისთვის საჭირო პირობებზე, ასევე კომპანიებზერომლებიც ამ ჯიშისგან აწარმოებენ ღვინოს და ა.შ.  ვრცლად


3 ბლოგი
სათაური 25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე 

ლინკი    http://www.ambioni.ge/25-tebervali-sabwota-okupaciis-dre
საძიებო სიტყვა 25 თებერვალი

ბლოგში საუბარია 1921 წლის 25 თებერვალზე, როდესაც რუსეთმა მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, რაც 70 წლის მანძილზე გრძელდებოდა, აქვე განხილულია ის რამოდენიმე დღიანი ბრძოლები, რომელიც წინ უძღოდა 25 თებერვალს. სტატუსის ბოლოს კი წერია კოლაუ ნადირაძის ლექსი 25 თებერვალი 1921 წელი.  ვრცლად



1 დავალება მე-ზურა ფირცხალავა